სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა და დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

2018-03-05 17:24:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად ზუგდიდში, სამოქალაქო სექტორისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  

2018 წლის გაზაფხულზე, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ 6 კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინას 360 დევნილი ოჯახი მიიღებს.  

სამინისტროსა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, დევნილ ოჯახებს საშუალება მიეცემათ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეავსონ, რაც დაზოგავს მათ დროსა და ხარჯებს.  ამ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ სამინისტროსა და მის რეგიონალურ სამმართველოებში მიიღება.

მინისტრის პირველი მოადგილის  განცხადებით, სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტზე, რომლის  თანახმადაც,  დევნილ ოჯახს, რომელიც  მშენებარე კორპუსში იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს ბინას, სამინისტრო პირველად შენატანს (მაქსიმუმ 20 000 ლარი) დაუფარავს.     

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების პრობლემის შესახებაც ისაუბრეს. გრიგოლ გიორგაძის თქმით, სამინისტრო უახლოეს მომავალში მთავრობის წარუდგენს პროექტს, რომლის დამტკიცების შემდეგ, ნებისმიერ დევნილ ოჯახს შესაძლებლობა  მიეცემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი ქონება დაირეგისტრიროს. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს  დევნილების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო