ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი რეგიონის სამედიცინო საზოგადობას შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებას და ადგილობრივი მუნიციპალიეტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მინისტრმა აუდიტორიას ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი პილოტური პროგრამა წარადგინა. პროექტი აივ შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის “ერთი ქოლგის ქვეშ” - პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მართვას გულისხმობს.
შეხვედრაზე აქცენტი წითელას შეკავების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე გაკეთდა. აუდიტორიასთან ერთად ჯანდაცვის სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობა და სამედიცინო სექტორში არსებული სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლზე გამახვილდა ყურადღება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საზოგადოებას პერმანენტულ რეჟიმში ხვდება. ანალოგიური ფორმატის შეხვედრა მინისტრს იმერეთისა და აჭარის რეგიონში ჰქონდ
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.