სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში, შუა ხორგა -ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან გზას რეაბილიტაცია უტარდება

2018-03-02 12:39:00

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე „შავი ზღვის ტერმინალი“-ს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის.

მიმდინარე სამუშაოების ტემპები ადგილზე შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ შუა ხორგაში იწყება და სოფელ ყულევში- ნავთობ-ტერმინალის შესასვლელთან სრუდლება. აღნიშნულ მონაკვეთს კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია. საავტომობილო გზა დაზიანებული იყო, რაც ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტ-ბეტონის ორ ფენიანი საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა. ასევე, ლითონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა. ამ ეტაპზე, კი ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 688 800 ლარია. სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო