ახალი ამბები
სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სენაკში ახალი 2 სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სასადილო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის და სავინტილაციო სისტემა.
ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ დაათვალიერეს.
ახალადგახსნილი საბავშვო ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარებით და 90 აღსაზრდელზეა გათვლილი.
პროექტის ღირებულება 280 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი.
პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.
2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 და აშენდა 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა.