ახალი ამბები
სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, 20-ზე მეტი ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში, 2017 წლის 11-12 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული 20-ზე მეტი ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
რეაბილიტაცია უტარდება შემდეგ ობიექტებს:
► ნუცუბიძის ქუჩის I ჩიხში არსებულ არხის რეაბილიტაცია;
► ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულში, ხიდ-ბოგირის მოწყობა;
► ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულში, რკინა-ბეტონის ჯებირის საძირკვლის გამაგრება;
► ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ,,ტეხურიდან" თევზის სატბორე მეურნეობაში გამდინარე არხის წყლის ჩამკეტის გარღვეული ჯებირის აღდგენა;
► ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერში, მდინარე ზანაძგას გაბიონის მოწყობა და კალაპოტის გასწორხაზოვნება;
► სახოკიას ქუჩაზე ხიდ-ბოგირის, გაბიონის მოწყობა და ჩარეცხილი სავალი ნაწილის აღდგენა;
► კანკიას ქუჩის მეორე ჩიხის N17 საცხოვრებელ სახლთან რკინა-ბეტონის საყრდენი ჯებირის მოწყობა და ჩარეცხილი გზის სავალი ნაწილის აღდგენა;
► მთის კალთის ქუჩაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია;
► მენჯის ადმინისტრაციული ერთეულში, მდინარე ცივზე მოწყობილი წყალსადენის სისტემის აღდგენა;
► ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულში, ლეჭე-ლეტორჩინეს გზის ჩარეცხილი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
► ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე „მეტერიაზე“ არსებული ხიდის ბურჯების გამაგრების და გაბიონის მოწყობის სამუშაოები;
► ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ზანაში, მდინარე ზანაძგაზე, მორღვეულ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა;
► ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ხორგიშში მდინარე ცივზე გარღვეულ დამბასთან გაბიონის მოწყობა;
► ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდ-ბოგირის გამაგრება;
► ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულში, ხიდ-ბოგირზე მონაკვეთის აღდგენა;
► ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ზანაში მდინარე ზანაძგაზე „ბეწვის ხიდის“ დაზიანებული ელემენტების და დეტალების აღდგენა, მისასვლელი გზის აღდგენა;
► ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერში 3 ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია;
► ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუა ხორშის ცენტრალურ გზაზე, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა;
► ხორშის ადმინისტრაციული ერთეულში - მდინარე ზანაძგაზე ბეწვის ხიდ-ბოგირის აღდგენა;
► მდინარე ტეხურის გასწორხაზოვნება და ნაპირსაცავი გაბიონის მოწყობა ,,თბილისი- სენაკი-ლესელიძის" მაგისტრალის 292 კმ-თან დინების ორივე მხარეს.