ახალი ამბები
მარტვილის სოფელ ნაგებერაოში სკოლის მშენებლობა დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი.
პროექტის ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.