ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ 25 ოჯახს ახალი სახლები გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ 25 ოჯახებს ახალ სახლები გადასცა.
ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.
მშენებარე სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა 129 ადამიანია, მათგან 56 ბავშვია.
პრიორიტეტული ოჯახები, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლინა.
მერიამ 2015-2016 წლებში 41 ახალი სახლი ააშენა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 968.897 ლარი შეადგინა.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მუნიციპალიტეტის მერიის პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.