ახალი ამბები
ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა
ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე განათდა. ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილე, დავით კოდუა, ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საახალწლოდ სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი:
► 22 დეკემბერი, 18:00 საათი - ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი;
► 25 დეკემბერი - წარმატებული სპორტმსმენების და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი;
► 27 დეკემბერი, 17:00 საათი - მერის საბავშვო-საახალწლო მიღება;
► 29 დეკემბერი, 14:00 საათი - ბავშვთა ანსამბლების საახალწლო კონცერტი [კულტურის ცენტრო ოდიში];
► 31 დეკემბერი, 22:00 საათი - საახალწლო გალა-კონცერტი [სკეიტ-პარკი];
► 31 დეკემბერი, 24 საათი - ფოიერვერკი;
► 3 იანვარი, 13:00 საათი - თოჯიონების თეატრი- საახალწლო ზღაპარი ყველაზე პატარა მაყურებლებისთვის [კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზი];
► 7 იანვარი, 12:00 საათი - საშობაო ალილო.