ახალი ამბები
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
2017-12-04 15:38:00
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის, ქარიატის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 000-მდე ადგილობრივი სასმელ წყალს მიიღებს.
მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია. სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წლის 20 მარტამდე დასრულდება.
სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.