ახალი ამბები
ზუგდიდმა ყველაზე სუფთა ქალაქის ნომინაციაში გაიმარჯვა
თბილისში, პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III’’ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ,,სუფთა რეგიონში’’-ს დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ნომინაციაზე ყველაზე ,,სუფთა ქალაქი’’ შერჩეულ იქნა ზუგდიდი, ,,სუფთა სოფელი’’ სოფელი ორსანტია გახდა, ხოლო ნომინაციაში ,,ლამაზი ეზო’’ დასახელდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანიდან პაატა გოგელიას და მერაბ ჭკადუას ეზოები, ასევე ზუგდიდიან გაიმარჯვა კახა დარასელიას ეზომ. საქართველოში საუკეთესო დასუფთავების ცენტრის ხელმძღვანელად „ზუგდიდასუფთავების“ უფროსი ნუგზარ მალაშხია დასახელდა.
კონკურსი ,,სუფთა რეგიონი’’ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ის ხუთ ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოევლინა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, სოფელი და ლამაზი ეზო. ამ ეტაპისთვის კონკურსი დასრულდა და მის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალს შვედეთის ელჩი, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ვიცე მერი და ა(ა)იპ ,,ზუგდიდასუფთავება“-ს დირექტორი ესწრებოდნენ.
პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა lll" არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების მიერ ხორციელდება. პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.