ახალი ამბები
მარტვილი-სერგიეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა
2017-11-30 14:48:00
ქალაქ მარტვილის და სერგიეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო 1 857 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყო გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოში შესასვლელებში.
პროექტის ღირებულებამ 652 875 ლარი შეადგინა. სამუშაოზე დასაქმებული იყო -30 ადამიანი და 10 ერთეული ტექნიკა.
მარტვილი - სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.