ახალი ამბები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ნაპირდამცავი გაბიონი ეწყობა
2017-11-29 16:02:00
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულში,სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპორდამცავი გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 80 მეტრ მანძილზე მოეწყობა გაბიონი.
პროექტის ღირებულება 73 160 ლარია. დასაქმებულია 10 ადამიანი.სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების: გზების, ხიდების, ხიდ-ბოგირებისდა ნაპირდამცავი ჯებირების აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.
ნოჯიხევშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 170 000 ლარამდე დაიხარჯება.