ახალი ამბები
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაეშვა
2017-11-27 12:32:00
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაეშვა.