ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის სამძიმარი გარდაცვლილი სპეცნაზელის ოჯახს
2017-11-22 21:14:00
,,მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სპეცრაზმის თანამშრომლის დაღუპვის გამო. ეს ადამიანი ნამდვილად ჩვენი დროის გმირია! მან გაწირა ამქვეყნად ყველაზე მთავარი - სიცოცხლე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს!"
ლევან შონია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი.