ახალი ამბები
მუნიციპალური ნარჩენების მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოამდგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის პროექტი განიხილეს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია უძღვებოდა.
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის, კომპანია „Enviroplan S.A.”-ს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და შესაბამისის სამსახურებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.