ახალი ამბები
სამეგრელო-ზემოს სვანეთს ტურიზმის განვითარების სტრატეგია ექნება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, USAID -ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტ „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელს ბრაინ კინგს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ზუგდიდის და წალენჯიხის გამგებლები ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე და პერსექტიულ გეგმებზე ისაუბრეს.
USAID/Zrda-სთან ერთად იგეგმება სამეგრელო-ზემოს სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რისთვისაც მხარის გუბერნატორმა ბრაინ კინგს მადლობა გადაუხადა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას და USAID/Zrda-ს ურთიერთანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. " Zrda-ს დახმარებით რეგიონში მოეწყო საინფორმაციო ტური წამყვანი ტუროპერატორისთვის, 200-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო დარეგისტრირდა Booking.com -ზე; 15 ადგილობრივი რესტორანი და კაფე დარეგისტრირდა TripAdvisor-ზე, ჩატარდა ბიზნესფესტივალი "ანაკლიბა", რეგიონი პირველად წარსდგა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა "ITB Berlin"-ზე.