ახალი ამბები
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში 1 500 მეტრის მანძილზე ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგო, ასევე მოეწყო გრუნტის კიუვეტი, გზის გადამკვეთი ლითონის მილები და ეზოში შესასვლელები.
გზის ამ მონაკვეთზე ცემენტო-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. ახალი საავტომობილო გზის დაგების შემდეგად მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა.
საავტომობილო გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ღირებულებამ 422 315 ლარი შეადგენა.