ახალი ამბები
აზიის განვითარების ბანკის პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2017-10-30 11:47:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 2018-2020 წლებში მდგრადი ქალაქების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრიორიტეტული საპროექტო ღონისძიებების დაგემვასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ტექნოპარკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.