ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2017-10-25 16:23:00
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 6.1 კმ. მანძილზე ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებოთ ხორციელდება და მისი ღირებულება 2 386 378 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი.