სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში თხილის ფორუმი გაიმართა

2017-10-25 14:32:00

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში თხილის ფორუმი გაიმართა, სადაც ფერმერები თხილის დარგთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის გეგმებს და პროგრამებს გაეცნენ.

თხილის ფორუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რევაზ ასათიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ნუგზარ გაბელია უძღვებოდნენ, რომლებმაც ფორუმის მონაწილეებს დარგის განვითარების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც მეთხილეობის დარგი დგას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც სახელმწიფომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განახორციელა.

„დღევანდელი შეხვედრა არის ერთ-ერთი ნაწილი, იმ კომპლექსური მიდგომის და გეგმის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული აქვს თხილის დაავადებებთან და მავნელებთან ბრძოლასთან დაკავშირებით. წელს ჩატარდა სერიოზული სამუშაოები და უფრო კარგი შედეგის მისაღწევად აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობა და მათი ჩართულობა. წელს დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მნიშვნელოვანია ჩატარდეს კომპლექსური შეწამვლა, რათა შევამციროთ მავნებელი,“- აღნიშნა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა.

ფორუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ფერმერებმა დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ამ დარგის განვითარებისთვის თავიანთი ხედვები წარმოადგინეს. 

ფორუმის მიზანს, თხილის დარგში მომუშავე ფერმერების, კერძო კომპანიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებულობა და კომპლექსური მიდგომებით, მათი უფრო მეტი ჩართულობა წარმოადგენდა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო