ახალი ამბები
ხობში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 118 ათას ლარს შეადგენს.
გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში, 3 920 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მუშაობს 4 ერთეული მძიმე ტექნიკა და დასაქმებულია 25 ადამიანი.
პარალელურად - ყულევის, პირველი მაისის, ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ზემოთაღნიშნული გზების რეაბილიტაციაზე 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და ჯამურად, 27 კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი.