ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მილოცვა პედაგოგებს
მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს! მინდა თქვენს მიმართ კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს რეგიონში მოღვაწე მასწავლებლებს. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა და ამ პროფესიას მხარდაჭერა და გაფრთხილება სჭირდება.
დღეს, სახელმწიფო პედაგოგების გვერდითა, რადგან ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ პედაგოგის როლი განუზომლად დიდია ქვეყნის განვითარებისთვის.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და გმირობის ტოლფასია, რადგან თქვენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურეთ ჩვენს ქვეყანას და მას ღირსეული თაობები აღუზარდეთ.
ძვირფასო პედაგოგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს!
პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია!