ახალი ამბები
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი გზა იგება
2017-09-27 15:43:00
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში, ახალი საავტომობილო გზა იგება. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი მოეწყობა, ასევე გაკეთდება ეზოებში შესასვლელები.
პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოზე დასაქმებულია 25 ადამიანი.