ახალი ამბები
სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა
2017-09-27 14:28:00
ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სული მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
პანაშვიდს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, თბილისის მერი დავით ნარმანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.