სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოში აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით პრეპარატების დარიგება მიმდინარეობს

2017-09-24 18:15:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობისთვის პრეპარატების და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაცემა მიმდინარეობს. შესაწამლი პრეპარატები 95 911 ოჯახს გადაეცემა. თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული. პრეპარატების გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას საინფორმაციო მასალებიც მიეწოდება.

მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს სადაც მავნებელია გავრცელებული.

სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრეპარატების გადაცემის პროცესს დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია.

გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა იმ ღონისძიებების მნიშვნელობა, რომლებიც მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფომ გაატარა თუმცა მავნებელთან ბრძოლა იმ ეტაპზე გადადის როცა მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. (http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf).

რეგიონის მუნიციპალიტეტებს პრეპარატები ეტაპობრივად გადაეცემა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო