ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში ახალი გზა დაიგო
სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სოფელ ბეთლემის მიმართულებით, 2 კმ-იან მონაკვეთზე, ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დასრულებული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დაათვალიერა.
გზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულებამ 274 172 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, რეაბილიტირდა ქალაქის 100 ქუჩა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 97,4 კმ გზას. სამუშაოებზე ყოველწლიურად დასაქმებული იყო 800 ადგილობრივი მცხოვრები.