ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამადელასა და ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
რეაბილიტირდება ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი. პროექტის ღირებულება 273 000 ლარია.
ახალი გზა იგება ახალსოფელის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე და ნარაზენის ცენტრალური გზიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 250 000 ლარი იხარჯება.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.