სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოს რეგიონში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ

2017-08-17 16:52:00
სამგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, რეგიონში არსებულ ვითარებასა და გატარებულ ღონისძიებებზე ამერიკელ ექსპერტთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ მთელი რიგი ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო მავნებლის საწინააღმდეგოდ, შედეგი იქნებოდა კატასტროფული. მავნებლებელი არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა და პრაქტიკულად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას გაანადგურებდა. 

სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ლევან შონია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებს, მცირე და მსხვილ ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

„დღეს აზიური ფაროსანა არის გამოწვევა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეიქმნა ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა და მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა პირველ ეტაპზე 53 ათას ჰექტარ თხილის ფართობზე ჩატარდა. თუმცა მავნებლის კვლავ გავრცელების გამო საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების ჩატარება.ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.ამასთან მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობით მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც სამომავლოდ ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგვეხმარება „. -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. 

ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, წამყვანი ენტომოლოგი გრეგ კრავჩუკი, რომელიც აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მავნებლის მიერ დაზიანებული ფართობები მოინახულა. 

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამერიკელმა ექსპერტმა და ენტომოლოგმა გრეგ კრავჩუკმა ფერმერებს გამოცდილება გაუზიარა და განაცხადა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოები იყო დროული და ეფექტიანი. დანერგილი მონიტორინგის სისტემა სამომავლოდ ხელს შეუწყობს ეფექტიანი მეთდოების დანერგვას და განხორციელებას. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, ქიმიური წამლობა, რთული კლიმატური პირობების მიუხედვად დადგენილ ვადებში ჩატარდა, თუმცა უხვი ნალექების გამო თხილში განვითარდა სხვა სოკოვანი დაავადებები, რამაც მოსავლის დაზიანება და შემცირება განაპირობა და რაც ფერმერების მხრიდან კომპლექსურ წამლობით ღონისძიებების ჩატარებას საჭიროებს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო