ახალი ამბები
მხარის რწმუნებული ომის ვეტერანებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, ზუგდიდის გამგებელთან ლაშა გოგიასთან ერთად ვეტერანებს შეხვდა.
,,აფხაზეთის ომის დაწყებიდან დღეს 25 წელი გავიდა, ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ ომის საშინელი დღეები. იმ ხალხთან ერთად ვინც საკუთარი სახლბი დატოვა, ეს დღეები ყველაზე რთული ჩვენთვის მეომრებისთვის იყო. ის ყურადღება რაც თქვენ გჭირდებათ სამწუხაროდ ვერ გექცევათ, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ საჭირებებისმოგვარება მოხდება" - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.
ლევან შონიამ ვეტერანებს სიახლე გააცნო, უახლოეს მომავალში ვეტერანებისთვის ზუგდიდში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება. რის შემდეგაც პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ოპერაციები და მკურნალობა დაენიშნებათ.
8-9 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით ვეტერანებისთვის სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაფიძის ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს.