ახალი ამბები
ლევან შონია მესტიის ხანძარის ლიკვიდაციაში მონაწილეებს მადლობას უხდის
,,მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები დროულად და სამაგალითოდ ჩატარდა. რისთვისაც განსაკურებულ მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, სასაზღვრო პოლიციას, ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაწეული ერთობლივი სამუშაოებისთვის.
ხანძრის კერაზე დროულად გამოცხადნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
კდევ ერთხელ მადლობას ვუხი ყველა იმ ადამიანს ვინც თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ხანძრის დროული ლოკალიზება მომხდარიყო."
ლევან შონია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი