ახალი ამბები
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჩეკურაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობების დაამუშავება 30 000 ჰექტარზეა დაგეგმილი.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში დაახლოებით 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა, რამაც მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შეამცირა.
პარალელურად მიმდინარეობს სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები. თხილის ბაღების მიმდებარე ფართობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებენ.