ახალი ამბები
8 აგვისტოს 13 საათზე სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება
2017-08-07 12:22:00
მიმდინარე წლის, 8 აგვისტოს სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45); სხდომის დაწყების დრო 13:00 სთ).