ახალი ამბები
მრბოლელებმა ზუგდიდის ქუჩებში მოტო სანახაობა მოაწყვეს
დღეს, მოტო შეჯიბრის დაწყებამდე მრბოლელებმა ზუგდიდის მთავარ ქუჩებში მოტო სანახაობა მოაწყვეს. სანახაობის დასრულების შემდეგ მრბოლელებმა ინგირის აეროპრტის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც მოტო შეჯიბრი და „დრიფტ შოუ“ გაიმართა. შეჯიბრში 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც სპეციალური თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა.
რეგიონში, ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ჩატარდა.