ახალი ამბები
25 ივლისს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება
მიმდინარე წლის, 25 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45); სხდომის დაწყების დრო 17:00 სთ).