ახალი ამბები
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვისა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა.
უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები. ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩაიხერგა ეკლესიამდე მისასვლელი გზა.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
პრობლემურ ადგილებზე აღდგენით სამუშაოებს მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.