ახალი ამბები
ფაზისობა 2017
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ფაზისობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობს.
ფაზისობის ღონისძიების ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე, ბორის პაიჭაძის ბიუსტთან ნორჩმა ფეხბურთელებმა მხატვრული სანახაობა და ქუჩის ფეხბურთი მოაწყვეს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მალთაყვის სანაპირო ზოლზე კი პლაჟის ფეხბურთი და დრიფთშოუ გაიმართა, ხოლო ფოთის შუქურაზე მარინისტული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და ხატვის მასტერკლასი ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, კოლხური კულტურის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეგიდით საჯარო ლექცია და ინტელექტუალური თამაში „რა არის მოზაიკა“ გაიმართა.
რკინიგზის სადგურში თბილისი- ფოთის მატარებლის მგზავრების დახვედრა და მათთვის ფლეშმობი გაიმართა. „ ფაზისობა 2017 „ საზეიმო პროგრამა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
ღონისძიებების პარალლეურად საერთაშორისო კვესტი (თამაში) სახელწოდებით „ქალაქის საგანძური“ მიმდინარეობს. თამაში სათავგადასავლო და შემეცნებითი ხასიათისაა. სახალხო დღესასწაული ”ფაზისობა” და თამაში ”ქალაქის საგანძური”ფოთის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ტარდება.