ახალი ამბები
სოფელ კირცხში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2017-07-21 16:21:00
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში, სარაქონის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტო–ბეტონის საფარი 2 კილომეტრის მანძილზე დაიგება. სამუშაოები 440 087 ლარით ფინანსდება. აქედან რეგიონებსი განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 395 550 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 537 ლარია გამოყოფილი.
გზის მოასფალტება მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე დასრულდება.
მიმდინარე სამუშაობს, პირველ მოადგილესთან ერთად ადგილზე გაეცნო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა.