ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მერიის სააქტო დარბაზში, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა გაიმართა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას პროექტის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.
პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ტბის პირვანდელი სახით აღდგენას, ასევე საფეხმავლო ბილიკების, განათების და რეკრეაციული ზონის მოწყობას.
პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის საჯარო განხილვას ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია, მერის მოადგილე გია გულორდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ნუგზარ გაბელაია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.