სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში ''მომავლის ბანაკი'' საზეიმოდ გაიხსნა

2017-07-17 11:01:00
ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე თეატრალური სანახაობით და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ბანაკი წელს 8 ნაკადზე 14-18 წლის 2 304 მოზარდს უმასპინძლებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო