ახალი ამბები
სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2017-07-13 16:16:00
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება იწყება.
პროექტის ფარგლებში, 25 მონაწილისაგან შემდგარი მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების გადამზადება მოხდება.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ადგილობრივი თვითმმართველობების კულტურის და სპორტის სამსახურებს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების WORLD VISION - საქართველოს და USAID-ის პროექტ ,,ზრდა''-ს მხარდაჭერით, ახორციელებს.