ახალი ამბები
პირველი ბიზნეს ფესტივალი გაიხსნა
ანაკლიში პირველი ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ გაიხსნა. ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ და USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტომას მორისმა გახსნეს. გახსნის ცერემონიალს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ფესტივალი ბიზნესის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების კომპლექს წარმოადგენს. „ანაკლიობაზე“ მონაწილე 50-ზე მეტ კომპანიას საფესტივალო ქალაქში დარჩენა მთელი თვის განმავლობასი უფასოდ შეეძლება. ბიზნესფესტივალი ანაკლიაში ყოველწლიურად გაიმართება.
ფესტივალი მიზნად ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობენ.
პირვლ ბიზნეს ფესტივალს ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და USAID-ის პროექტი Zrda ახორციელებენ.
ანაკლიის ბიზნესფესტივალს საფუძველი წელს ჩაეყარა და ამიერიდან ის ყოველწლიურად გაიმართება.