სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია

2017-07-10 10:37:00

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.  შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან, 10 ივლისს, 06:48 საათზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.   ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად, 06:52 საათზე მივიდნენ და დაუყოვნებლივ ხანძრის ქრობა დაიწყეს.

არებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია.

ხანძრის სწრაფი ლიკვიდაციის მიზნით, მოხდა დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ზუგდიდიდან, სენაკიდან, ხობიდან და ფოთის პორტიდან.  სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება 08:29 საათზე შეძლეს, ხოლო ლიკვიდაცია – 09:00 საათზე დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, 500 კვ/მ-მდე ფართობზე განლაგებული სავაჭრო დახლები და მაღაზიები დაიწვა. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.   მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ–ს 187–ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შერეული საქონლით ვაჭრობენ, ხანძარი დილის 7 საათზე გაჩნდა. ადგილზე სულ 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზია დამწვარია.

შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო