ახალი ამბები
მასშტაბური დასუფთავების აქცია ანაკლიაში
2017-07-09 15:51:00
სამდღიანი შტორმის შემდეგ ანაკლიაში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 800-ზე მეტმა საჯარო მოხელემ და ადგილობრივებმა მიიღეს. ნარჩენებისგან 5 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი დასუფთავდა.
დასუფთავების აქციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ზუგდიდის გამგებელი შეუერთდნენ. მასშტაბური დასუფთავების აქცია ანაკლიაში რეგიონის გუბერნატორის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.