ახალი ამბები
სამეგრელოში ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
2017-07-08 14:32:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით ვეტერანებისთვის სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, სხვადასხვა სახის გამოკვლეევბს ჩაფიძის ცენტრის ექიმები უტარებენ.
გამოკვლევები უკვე გაიარა 200-მდე ვეტერანმა, საჭიროების შემთხვევაში მათ მედიკამენტებიც უფასოდ ურიგდებათ. სამედიცინო აქცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.
უახლოეს მომავალში კი სამეგრელოში, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება.