ახალი ამბები
ხობში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს
2017-06-27 16:29:00
ხობის მუნიციპალიტეტში, პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები;
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება;
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 118 ათასი ლარია;
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება;
სამუშაოზე 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დასაქმებულია 15 ადგილობრივი.