ახალი ამბები
სპორტი ბარიერების გარეშე - სპორტული შეჯიბრი ზუგდიდში
“სპორტი ბარიერების გარეშე”- ზუგდიდში 3 დღიანი სპორტული ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
14-დან 16 წლამდე გოგონათა და ვაჟთა გუნდები სპორტის 4 სახეობაში: მინი - ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
სპორტულ ტურნირში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, რომელიც 21 ივლისს ანაკლიაში გაიმართება.
სამდღიანი ტურნირი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.