ახალი ამბები
ნაგვაზაო-ხუნწის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის-ნაგვაზაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, 3905 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა დამხმარე ნაგებობი ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.
მიმდინარე სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ნაგვაზაო - ხუნწის გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 831 381 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე დასაქმებულია -15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტექნიკა.