ახალი ამბები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ახალი გზა იგება
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის მოწყობის სამუშაობი მიმდინარეობს.
პირველი მაისში არსებული გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში, 2 კმ. მანძილზე ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები.
მიმდინარე სამუშაოებს გამგებელი მოადგილესთან და შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პირველი მაისის გზის მშენებლობის პროექტი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 560 000 ლარს შეადგენს.