ახალი ამბები
პროექტ „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში ზუგდიდში, ანაკლიასა და რუხში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება
15 ივნისს ანაკლიასა და რუხში პროექტ შემოსაზღვრე საართველოს ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი კი ადგილობრივი მოსახლეობისათვის და აფხაზეთიდან დევნილებისათვის სპეკტაკლს გამართავს ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე.
რუხის საჯარო სკოლაში გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ. რუხის სკოლაშივე ჩატარდება გაგა ლომიძის ლექცია - ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ.
პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება, ანაკლიის ციხესიმაგრეშიც. აქ ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროექტ „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღონ მონაწილეობა, რომელიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ორგანიზებით ტარდება. ვეფხისტყაოსნის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან „მოგზაურობს“ და ამჯერად, პროექტის „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში, კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა პოემის გადაწერის პროცესში.
15 ივნისის ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ასევე ქართველი მუსიკოს - შემსრულებლების მონაწილეობით და ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივების ჩართულობით გაიმართება. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
„შემოსაზღვრე საქართველო“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებულია.
ღონისძიებების განრიგი:
► 18:00 - 19:20 ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ - დასწრება თავისუფალია;
► 19:30 - 21:40 - ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ ჩვენება (სცენარი: გურამ მეგრელიშვილი, ნინია სადღობელაშვილი);
► 18:00 – 18:30 სოფ. რუხი (რუხის სკოლა): ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ;
► 18:30-19:00 სოფ. რუხი (რუხის სკოლა): ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატორის და მთარგმნელის გაგა ლომიძის ლექცია - ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200.
► 18:00 - დან - 23:00 მდე - ანაკლიის ციხე: „გადაწერე „ვეფხისტყაოსანი“;
► 19:00 – 19:50 ანაკლიის ციხე : მუსიკალური კონცერტი - ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“
► 21:00 – 22:20 - ანაკლიის ციხე: მუსიკალური კონცერტი - გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი.