ახალი ამბები
,,მარათონი 2017''-ის გამარჯვებულები გუბერნატორმა დააჯილდოვა
რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,მარათონი 2017" გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა.
5 კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო. მარათონში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია და Gem Fest-ის დამფუძვნებელი გორგი სიგუა.
გარბენის დასრულების შემდეგ, რუხის სავაჭრო ცენტრში, დაჯილოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა. გამარჯვებულებს Gem Fest-ის ერთთვიანი ბილეთები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენატორმა, ლევან შონიამ გადასცა.
გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ, სხვადასხვა პრიზები. მათ შორის ფულადი ჯილდო შპს "კედასგან" და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები.
მარათონს, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, ორგანიზატორები მის ჩატარებას ყოველწლიურად აპირებენ.
ღონისძიების სპონსორები არიან: რუხის სავაჭრო ცენტრი, Gem-fest, კედა, წყალი „სნო“, გამაგრილებელი სასმელი „PEPSI”, რესტორანი "არგო" და საკანცელარიო სერვისი „BestCopy”.
„მარათონი 2017“ - ის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალაქ ზუგდიდის მერია, ზუგდიდის ტექნოპარკი და რადიო „ათინათი“.